ნაცვალსახელური ზმნიზედები-Pronominaladverbien

ნაცვალსახელური ზმნიზედები-Pronominaladverbien

 

ნაცვალსახელური ზმნიზედები პატარა სიტყვებია , რომლებიც გერმანულ ენაში შემდეგი მიზნებისთვის გამოიყენება:

კითხვითი სიტყვების საწარმობლად ცვლის კონსტრუქიას ,,წინდებული + ნაცვალსახელი “ეს წესები მხოლოდ უსულო არსებით სახელებს ეხება
ეს კონსტრუქციები იმ წინადადების სწორად აგებისთვის გვჭირდება რომლებშიც ზმნის და წინდებულის ერთად გამოყენებაა აუცილებელი.

ჩვენ ვიცით რომ გერმანულ ენაში წინადადებას – ავტობუსს ველოდები წინდებულის გარეშე ვერ ავაგებთ. ამის სწორად გასაკეთებლად უნდა ვიცოდეთ , რომ ზმნასთან warten -ლოდინი უნდა გამოვიყენოთ წინდებული auf-ზე . გერმანულად სწორი იქნება :

Ich warte auf den Bus.

ხოლო იმისთვის რომ დასვათ კითხვა – რას ელოდები? ეს ნაცვალსახელური ზნიზედები არ დაგვჭირდება.

კითხვითი სიტყვის წარმოებისთვის საჭიროა რომ წინდებულს დავამატოთ wo(r) – კითხვითი ფორმისთვის(r) ს ვამატებთ wo-სა და საჭირო წინდებულს შორის მაშინ როცა წინდებული თანხმოვანი მარცვლით იწყება . როგორც მაგალითად wo-r-auf.

Worauf wartest du? –რას ელოდები

ავიღოთ სხვა წინადადებ- träumen von (ოცნება რაღაცაზე).ამ შემთხვევაში თვითონ ზმნას თანხმოვნით იწყება , ამიტომაც -r- არ დაგვჭირდება და მივიღებთ:

Wovon träumst du? –რაზე ოცნებობ?

ზუსტად ასევე ვიქცევით სხვა ზმნებთან:

erzählen über – მოყოლა რაიმესი

Worüber erzählst du? –რაზე , რის შესახებ ყვები?

abhängen von – დამოკიდებული რაღაცაზე

Wovon hängt es ab? –რაზეა ეს დამოკიდებული

sich interessieren für –დაინტერესება რაღაცით

Wofür interessiert er sich? –რითია ის დაინტერესებული

denken an – ფიქრი რაღაცაზე

Woran denkst du jetzt? –რაზე ფიქრობ ახლა?

ზემოთ გახსენე კიდევ ერთი ფუნქცია წინდებული + ნაცვალსახელის კონსტრუქციის ჩანაცვლება . ის იმ შემთხვევაში დაგჭირდათ , თუ საგანი ერთხელ უკვე ახსენეთ საუბრისას და მეორედ მისი გამეორება არ გსურთ . ასეთი ზმნისართის წარმოებისთვის დაგჭირდებათ da(r).

მაგალითად:

träumen von

მე ვოცნებობ მოგზაურობაზე. –ხო, მეც ამაზე ვოცნებობ
Ich träume von Reisen. – Ja, ich träume auch davon.
ან :
მე ვოცნებობ იმაზე, რომ ჰავაიზე გავფრინდები
Ich träume davon, dass ich auf Hawaii fliege.

(r) ვამატებთ ზუსტად ისევე da -სა და საჭირო წინდებულს შორის , როცა წინდებული თანხმოვნით იწყება მაგალითად :

denken an

Denkst du auch daran? –შენც ამაზე ფიქრობ?

Ich habe dir darüber schon erzählt. –მე შენ ამაზე, ამის შესახებ უკვე მოგიყევი

Wir haben darüber schon gesprochen. –ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ

Ich weiß nicht, womit er sich den ganzen Tag beschäftigt. – მე არ ვიცი , მთელი დღე რითია ის დაკავებული?

Natürlich muss man darauf achten! – რათქმაუნდა ამას ყურადღება უნდა მიექციონ!

Dafür musst du dich nicht entschuldigen. –ამისთვის შენ ბოდიშს არ უნდა იხდიდე

Share on facebook
Facebook
Share on whatsapp
WhatsApp
Share on email
Email

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *