„Sein“ oder nicht „sein“: ზმნის sein ჩანაცვლება სხვადასხვა კონტექსტში

„Sein“ oder nicht „sein“: ზმნის sein ჩანაცვლება სხვადასხვა კონტექსტში

 

 

დამხმარე ზმნა sein წინადადებაში აბსოლიტურად შეუცვლელია. მაგრამ თუ ის წინადადებაში დამოუკიდებლად იხმარება მისი ჩანაცვლება სხვა ზმნით შესაძლებელი და ზოგჯერ აუცილებელიც კია. გავერკვეთ როგორ კონტექსტებშია ეს დადაშვები და კერძოდ რომელი სიტყვებით შეგვიძლია მისი ჩანაცვლება.
1. თუ ჩვენ ვსაურობთ ადგილმდებარეობაზე , ნაცვლად sein ზმნისა ვიყენებთ sich befinden.
Das Städtchen befindet sich auf der Insel. – ქალაქი განლაგებულია კუნძულზე.

ასევე sich befinden შეიძლება გამოვიყენოთ როცა საუბარია საქმის ვითარებაზე მდგომარეობაზე. მაგ პოლიტიკურ ურთიერთობებზე:
Die Parteien befinden sich in der heißen Phase des Wahlkampfs. – პარტიები საარჩევნო კამპანიის ცხელ ფაზაში იმყოფებიან.
Die beiden Länder befinden sich im Kriegszustand. – ორივე ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია.

2. თუ საუბარია ობიექტის მდებარეობაზე sein შეიძლება ჩავანაცვლოთ ზმნით stattfinden. ჩვეულებრივ უმეტესად ის გამოიყენება რაღაც ამბავთან დამოკიდებულებაში. კონცერტი , წვეულება:
Das Konzert fand trotz leichten Regens statt. –მსუბუქი წვიმის მიუხედავად კონცერტი მაინც გაიმართება
Mein Umzug findet in zwei Wochen statt. -ჩემი გადასვლა ორ კვირაში შედგება

3. Liegen გამოიყენება გეოგრაფიულ მდებარეობასთან ან როცა ვსაუბრობთ საგნებზე რომლებიც სადღაც დევს.
Mitten in Europa liegt Luxemburg. – ლუქსემბურგი შუა ევროპაშია.
Das Buch liegt auf dem runden Tisch. – წიგნი მრგვალ მაგიდაზე დევს

ასევე არსებობს რამდენიმე გამო ნათქვამი ზმნით liegen:
Das liegt in meinem Interesse/ in meiner Absicht. – ეს ჩემს ინტერესებშია

4. ზოგჯერ ადამიანის აღწერისას გერმანულ ენაში გამოიყენება haben sein-ის ნაცვლად
Welche Größe haben Sie? – რა ზომა გაქვთ?

თუ ვსვამთ კითხვას ფერთან დაკავშირებით მაშინ ისევ ზმნა sein გამოიყენება.
Welche Farbe hat das Sofa? – Das Sofa ist weiß.
რა ფერია დივანი? — დივანი თეთრია

5. ზმნა stehen შეიძლება გამოყენებული იქნეს ,, დაწერილის” მნიშვნელობით:
Was steht in dem Brief? – რა წერია წერილში?

6. თუ საუბარია რამეს ან ვინმეს რაოდენობაზე მაშინ უმჯობესია გამოვიყენოთ ზმნა betragen («შეადგენს»):
Das Zeitlimit für die Aufgabe beträgt fünf Minuten. -დავალების შესრულების ვადაა ხუთი წუთი.
Die monatliche Miete beträgt 800 Euro ohne Nebenkosten. -ყოველთვიური ქირა 800 ევროა კომუნალური გადასახადების გარეშე.
Die Entfernung betrug circa fünfzig Meter. -დაშორება ,მანძილი დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი იყო.

7. წიგნის, ფილმის და ა.შ. აღწერისას ზმნა sein შეიძლება შეიცვალოს ზმნით handeln. მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნაწარმოების სიუჟეტზე ან არსზე. Handeln ზმნა არ გამოიყენება ადამიანთან მიმართებაში.
Das Märchen handelt von einem armen Mädchen. -ზღაპარი ღარიბ გოგონაზეა.

Share on facebook
Facebook
Share on whatsapp
WhatsApp
Share on email
Email

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

გამოიწერეთ სიახლეები და მიიღეთ შეტყობინებები ახალი წიგნების შესახებ.
Dismiss
Allow Notifications