sich benehmen – თავისი სინონიმებით

sich benehmen – თავისი სინონიმებით

  •  

საკუთარი ან სხვისი ქცევის ან დამოკიდებულების აღნიშნვისთვის გერმანულ ენაში გამოიყენება შემდეგი ზმნები: sich benehmen, sich verhalten, sich handeln, sich betragen, sich aufführen, sich gebärden, sich führen, sich geben. ყოველი მათგანი უკუქცევითი ზმნაა, ამიტომაც ვიყენებთ მათთან უკუქცევით ნაცვალსახელს – sich . გთავაზობთ თითოეულის გამოყენების კონტექსს და ანალიზს.

1. Sich benehmen -საქციელი,ქცევა, მოქცევა. ეს ზმნა ყველაზე ხშირად გამოიყენება , განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარია ქცევით ნორმებზე რაღაც სოციალურ ჯგუფში. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას გაწვრთნილ ცხოველებთან მიმართებაში.
მაგალითად:sich anständig-წესიერად, manierlich-ზრდილობიანად ,höflich-თავაზიანად. dumm-სულელურად,schlecht -ცუდად.
ich wusste nicht, wie ich mich benehmen sollte-არ ვიცოდი როგორ მოვქცეულვიყავი
er weiß sich zu benehmen-მან იცის როგორ მოიქცეს
sich nicht benehmen können–უსაქციელობა
Er benahm sich, als ob er verrückt wäre. – ის ისე იქცეოდა, თითქოს გიჟი იყო.
meine Katze benimmt sich wie ein hund- ჩემი კატა ძაღლივით იქცევა.
Benimm dich! –წესიეად მოიქეცი!

2. Sich verhalten- მოქცევა.ის გარკვეული სახით ასევე ნიშნავს მოქმედებას. თვითონ ზმნა ნეიტრალურია, ამიტომაც მოითხოვს თავის შემდეგ ზმნიზედას ან ფრაზეოლოგიზმს, რათა შეფასდეს ადამიანის ქცევა თუ რეაქცია. («ფრაზეოლოგიზმი არის სიტყვათა მყარი შესიტყვება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის, მისი შემადგენელი სიტყვები ისე არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ გაიგება მთელი ფრაზის მნიშვნელობა და არა მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობა ცალ-ცალკე)
du hast dich mútig verhálten —შენ მამაცურად მოიქეცი.
sie wóllte von mir wíssen, wie sie sich in díesem Fall verhálten soll — მას ჩემგან აინტერესებდა, თუ როგორ მოიქცეს ამ სიტუაციაში,შემთხვევაში.
wie verhältst du dich dazú? — ამაზე როგორია შენი დამოკიდებულება?
Bitte achten Sie darauf, sich in der Bibliothek ruhig zu verhalten. -დაიცავით სიჩუმე ბიბლიოთეკაში.

Mich ärgert, wie sie sich Ihnen gegenüber verhalten.- მაბრაზებს, ის თუ როგორ გექცევიან.

Sich verhalten gegenüber mit Dativ:
Sie haben sich mir gegenüber wunderbar verhalten. – თქვენი საქციელი დამოკიდებულება ჩემ მიმართ არაჩვეულებრივი იყო.

3. sich handeln. გამოიყენება იმ კონტექსტში ,როცა საუბარია იმაზე თუ როგორია ადამიანის საქციელი ვინმესთან ან რამესთან მიმართებაში. ეს ზმნა უფრო მოქმედების მაჩვენებელია ვიდრე ემოციური რეაქვციის.
Er hat sich als Freund gehandelt. – ის ისე მოიქცა, როგორც მეგობარი
handeln an Dativ:
Er handelte an mir sehr freundlich. –ის ძალიან მეგობრულად მექცეოდა. მეგობრული დამოკიდებულება ქონდა ჩემ მიმართ.

4. Sich betragen -ქცევა, საქციელი
Wir haben uns gut betragen. –ჩვენ კარგად ვიქცეოდით
sich kindisch betragen – ბავშურად იქცეოდე
5. Sich aufführen – საქციელი თავის დაჭერა. გამოიყენება იმ შემთხვევაში , როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ შთაბეჭდილებაზე , რომელიც შეგვექმნა ვიღაცის საქციელზე, რეაქციეზე, თავის დაჭერის მანერაზე.
Sie führte sich wie die Königi auf. –ის დედოფალივით იქცეოდა
sie hat sich wieder einmal aufgeführt! (unpassend, skandalös benommen)- ისევ გამოხტა! უადგილოდ, სკანდალურად იქცეოდა.
6.Sich gebärden – აღნიშნავს არასასამოვნო რეაქციას უცნაურ და უჩვეულო საქციელზე
Er gebärdete sich wie wild. – ის ველურივით იქცეოდა

7. Sich führen გამოიყენება მხოლოდ დაპატიმრებულთან პატიმართან,მიმართებაში
Er hat sich gut geführt, deshalb ist er vorzeitig aus der Haft entlassen worden. – ის კარგად იქცეოდა, ამიტომაც გაათავისუფლეს ვადაზე ადრე.

8. Sich geben ნიშნავს «თავის წარმოჩენას» და გამოიყენება დახასიათებისთვის.
Er gibt sich, wie er ist. –ის ისეთია როგორიც არის. რაც შიგნითაა, ქმედებით ქცევით აისახება Ein ehrlicher Mensch gibt sich so, wie er ist.

Share on facebook
Facebook
Share on whatsapp
WhatsApp
Share on email
Email

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *